არქივი23 სექტემბერი 2025, 21:40
სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის მოცულობა წინასწარი შეფასებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს – Bloomberg

უკრაინისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სესხის პროგრამა წინასწარი შეფასებით დაახლოებით 8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, იტყობინება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ახალი პროგრამის პარამეტრები ნოემბერში კიევში მინისტრთა კაბინეტთან ერთად განიხილება.
უკრაინა ჩქარობს, წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ ოთხწლიან პროგრამაზე შეთანხმდეს, რადგან მან უკვე ამოწურა მიმდინარე 15,5 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამის ფარგლებში არსებული თანხების უმეტესი ნაწილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული მიმდინარე პროგრამა 2027 წლამდეა ძალაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.