ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა

ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერალას შტატში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულად 180-ზე მეტი ადამიანი ითვლება, რომლებსაც მაშველები უკვე მესამეა დღე ეძებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, პინარაი ვიჯაინის განცხადებით, 186 ადამიანი დაშავდა და მაშველებმა 5500-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
შეგახსენებთ, ინდოეთის კერალას შტატში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერი სამშაბათს ჩამოწვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.