არქივი30 ივლისი, 2024, 15:26
ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა
ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 125 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ინდოეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერი კერალას შტატში ჩამოწვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.