რუსული მხარის ინფორმაციით, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
რუსული მხარის ინფორმაციით, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, „კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი ტერაქტია“.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ოლქში შექმნილი ვითარების შესახებ ვლადიმერ პუტინს შეატყობინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.