ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს -სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს – ტრამპი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს -სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს – ტრამპი
ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი დიდი პატივი იყო – ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ვაჭრობასა დარუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„მან თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან, შესაძლოა, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის ცნობით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან სავაჭრო საკითხებზე შეთანხმდა და დაწესებულ საპასუხო ტარიფებს 25%-დან 18%-მდე შეამცირებს.
„ასევე, ისინი აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების ნულამდე შემცირების მიზნით ნაბიჯებს გადადგამენ. ინდოეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ორი ადამიანი ვართ, რომლებიც საქმეებს აკეთებენ, რასაც უმეტესობის შესახებ ვერ ვიტყვით“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
Ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა