დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი დიდი პატივი იყო – ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ვაჭრობასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მან თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან, შესაძლოა, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის ცნობით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან სავაჭრო საკითხებზე შეთანხმდა და დაწესებულ საპასუხო ტარიფებს 25%-დან 18%-მდე შეამცირებს.
„ასევე, ისინი აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების ნულამდე შემცირების მიზნით ნაბიჯებს გადადგამენ. ინდოეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ორი ადამიანი ვართ, რომლებიც საქმეებს აკეთებენ, რასაც უმეტესობის შესახებ ვერ ვიტყვით“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო