ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდოეთმა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალა

მარია ზახაროვა - არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდოეთმა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალა

არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდოეთმა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნახშირწყალბადების შეძენა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ეს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი ენერგეტიკულ სფეროში ინდოეთთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.
ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთიდან ნავთობის შეძენის შეწყვეტას დათანხმდა.
„მან თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან, შესაძლოა, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.