იმ ფონზე, როდესაც და ბალტიის ქვეყნები, პროტესტის ნიშნად იქ არ ჩავიდნენ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა არ იყო სწორი – თეონა აქუბარდია ეუთოს მინისტერიალზე

ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ეუთოს მინისტერიალი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს, პოლიტიკური შეფასებების საგანია თბილისში.
ოპოზიციის შეფასებით, ღონისძიებას, რომელსაც ესწრება, ქართულმა მხარემ უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
“ვნახეთ, რომ ლავროვი ჩავიდა ევროპის მინისტერიალზე, რათა ეთქვა, რომ ეუთო არის უფსკრულის პირისპირ, შემდეგ კი ადგა და წავიდა. იკვეთება რეალობა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის იქ ჩასვლა არ იყო სწორი, იმ ფონზე, როდესაც და ბალტიის ქვეყნები, პროტესტის ნიშნად იქ არ ჩავიდნენ. ამ მოცემულობაში, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ღირსების განცდა არის დეფიციტში”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრმა თეონა აქუბარდიამ.
“ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით კი, დემარშის დროს, რომელიც დარბაზში შედგა, პირველი, რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა გამოსულიყო.
“ფაქტობრივად, დემარში გამოუცხადა ყველა დიდმა სახელმწიფომ ამ სამიტს და ძირითადი წარმომადგენლები მხოლოდ გუშინდელ ვახშამს დაესწრნენ და ლავროვთან დაკავშირებით, ძირითად სხდომაში არ იღებდნენ მონაწილეობას. დარბაზში შედგა დემარში და პირველი, ვინც უნდა გამოსულიყო, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს