გიორგი ბარამიძე – არ მგონია, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე ილია დარჩიაშვილის ჩასვლაა პრობლემა – როდესაც უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები, ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს, შეუძლებელია, საქართველომ იგივე არ გააკეთოს

არ მგონია, რომ [საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის] ეუთო-ს მინისტერიალზე ჩასვლაა პრობლემა – როდესაც , ბალტიის სახელმწიფოები, პირადად, ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს, შეუძლებელია, რომ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც მინიმუმ, იგივე არ გააკეთოს, თუ მეტი არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დასწრებას გამოეხმაურა.
ამასთან, ბარამიძის განცხადებით, „როგორ შეიძლება, რომ საქართველო დასავლეთის მხრიდან ს იმპერიულ ზრახვებთან მშვიდობიან წინააღმდეგობას იყოს გამოკლებული“.
„არ მგონია, რომ ეუთო-ს მინისტერიალზე ჩასვლაა პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მოძმე უკრაინაში სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენ უკვე 1992 წლიდან მოყოლებული ამდენი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული და მათ 2008 წელსაც დაემატა. ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინა, ბალტიის სახელმწიფოები პირადად ლავროვის მონაწილეობას უცხადებენ ბოიკოტს და თავისი დიპლომატიური დემარშით მათთვის პუტინის რეჟიმის მიუღებლობას აჩვენებენ, შეუძლებელია, რომ ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც მინიმუმ იგივე არ გააკეთოს, თუ მეტი არა. საუბარია დიპლომატიურ მოქმედებაზე, მშვიდობიან მოქმედებაზე. აბა სხვა რა უნდა გააკეთოს საქართველომ? სწორედ ამას ვამბობთ, რომ რუსეთმა ეს მშვიდობიანად, დიპლომატიურ არენაზე, პოლიტიკურ არენაზე, ეკონომიკური კუთხით უნდა იგრძნოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინაა ხელისუფლებაში. ქართველი ხალხის პრობლემაა, რომ ეს რეჟიმია ხელისუფლებაში. ხომ არავინ ამბობს, რომ ომი დაიწყეთო და თოფი ისროლეთო?! ახლა დასავლეთმა საბოლოოდ გამოიღვიძა და გლობალური თვალსაზრისით რუსეთის საფრთხე დაინახა. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად უკვე სერიოზული ნაბიჯები იდგმება და როგორ შეიძლება, საქართველო ამ პროცესს იყოს გამოკლებული, რასაც რუსეთის ოკუპაციასთან და რუსეთის იმპერიულ ზრახვებთან მშვიდობიანი წინააღმდეგობა ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.