ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილჰამ ალიევი - ჩვენი ქვეყნების წარმოდგენა შევძელით ერთიან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გუნდად ევროპაში - სრულიად გვესმის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი

სრულიად გვესმის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ქართველ მეგობრებს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა და საქართველომ ევროპაში ერთიან გუნდად წარმოდგენა შეძლო.
“აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენი - ორივე ქვეყნის - წარმოდგენა შევძელით ერთიან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გუნდად ევროპაში…
სრულიად გვესმის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ქართველ მეგობრებს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ და საქართველოს [კანდიდატის] სტატუსის მინიჭებას ვულოცავ”, - განაცხადა ალიევმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.