“ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას” – ილჰამ ალიევი

“ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ილჰამ ალიევმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატება უსურვა.
ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა და ამას მოწმობს როგორც მისი საქართველოში ხშირი სტუმრობა, ისე – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტებიც.
“საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა უფრო ვრცელია, ვიდრე ენერგოთანამშრომლობა. შესაბამისად, ამ თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა წარგვედგინა ჩვენი თავი ევროპისათვის, როგორც კონსოლიდირებული, სტრატეგიული მნიშვნელობის გუნდი. მე რეგულარულად ვსტუმრობ საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგულარულად ჩამოდის აზერბაიჯანში. ეს არა მარტო ნიშანია მჭიდრო თანამშრომლობის, არამედ ამ ვიზიტების დროს განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.
რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე, ჩვენ გვესმის ეს და ვუსურვებთ საქართველოს წარმატებას ამ მიმართულებით. ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს ახალ განვითარებებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს. როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, არაფერი შეიცვლება ჩვენს ურთიერთობებში. პირიქით, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც დაგვიცავს,”- განაცხადდა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება