ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილჰამ ალიევი - ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის - აზერბაიჯანი მზადაა ირანისთვის ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად

ბაქო მზადაა, ყველა შესაძლო მხარდაჭერა გაუწიოს ირანს ვერტმფრენის ავარიასთან დაკავშირებით, რომელშიც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან მეგობრული გამომშვიდობების შემდეგ, ჩვენ სერიოზულად შეგვაშფოთა ცნობამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაცია იმყოფებოდა, ირანში ავარიული დაშვება განახორციელა. ვლოცულობთ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მზადაა ყველა შესაძლო მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, - წერს ალიევი.
19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია შედგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.