ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვლოცულობთ პრეზიდენტ რაისისთვის… აზერბაიჯანი მზადაა მხარდაჭერისთვის” – ალიევი

“ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის… აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი X-ზე წერს და ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის სავარაუდო ჩამოვარდნას ეხმაურება.
“დღეს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შეგვაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ავარიული დაშვება განახორციელა ირანში. ჩვენ ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის,” – წერს ალიევი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.