შარლ მიშელი - ევროკავშირი გულწრფელ მწუხარებას გამოხატავს ირანის პრეზიდენტ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანის დაღუპვის გამო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი გულწრფელ მწუხარებას გამოხატავს ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის გამო.
„ევროკავშირი გულწრფელ მწუხარებას გამოხატავს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად პრეზიდენტ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანის, ასევე მათი დელეგაციის სხვა წევრებისა და ეკიპაჟის დაღუპვის გამო. ჩვენი ფიქრები ოჯახებთან არის“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.