არქივი19 აგვისტო, 2024, 12:24
ილონ მასკი უარყოფს, რომ კადიროვს ელექტრომობილი აჩუქა
ილონ მასკი უარყოფს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა მას ელექტრომობილი Cybertruck აჩუქა.
მასკმა კადიროვს “რუსი გენერალი” უწოდა.
კადიროვმა 16 აგვისტოს ტელეგრამ არხზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ის გროზნოში ელექტრომობილით, რომელსაც სახურავზე ტყვიამფრქვევი აქვს დამონტაჟებული.
კადიროვის თანახმად, მან ელექტრომობილი “პატივცემული ილონ მასკისგან” მიიღო. კადიროვის განცხადებით, ის მანქანის გაგზავნას უკრაინაში აპირებს საბრძოლო მოქმედებებში.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.