ილონ მასკი პლატფორმაზე X ინტერვიუს ჩამოართმევს დონალდ ტრამპს
მილიარდერი ბიზნესმენი, ილონ მასკი 12 აგვისტოს სოციალური მედიის პლატფორმაზე X ინტერვიუს ჩამოართმევს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს - რამაც, შესაძლოა, კიდევ მეტი სიურპრიზი მოიტანოს ისედაც მღელვარე წინასაარჩევნო პერიოდში.
ამ ინტერვიუმ ექსპრეზიდენტ ტრამპს შესაძლოა საშუალება მისცეს კვლავ მოექცეს ყურადღების ცენტრში, იმ ფონზე, როცა, გავრცელებული აღქმით, მისი კამპანიის მიმართ ყურადღება იკლებს.
5 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მეტოქემ, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა შეცვალა ტრამპის ლიდერობა გამოკითხვებში და ენერგიული შეხვედრების სერიით გაზარდა დემოკრატთა ამომრჩევლების მობილიზაცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.