ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია - Bloomberg Billionaires Index

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი, რომლის ქონებაც დაახლოებით 229 მილიარდ დოლარს შეადგენს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ლიდერობს.
Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) მონაცემების თანახმად, მეორე ადგილს კვლავ ამერიკული ონლაინ საცალო ვაჭრობის Amazon-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისი ქონება 190 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მესამე ადგილზე მარკ ცუკერბერგია 184 მლრდ დოლარის ქონებით, ფრანგული ფუფუნების ნივთების მწარმოებლის LVMH (LVMH Moet Hennessy - Louis Vuitton) მფლობელმა ბერნარ არნომ კი დატოვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეული და მეოთხე ადგილი დაიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.