ილონ მასკის ქონება 6 ნოემბერს 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა

Tesla-ს დამფუძნებლის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება, 6 ნოემბერს, 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.
ამის შესახებ იტყობინება Bloomberg-ი.
ბიზნესმენებს შორის, რომელთა ქონებაც გაიზარდა არჩევნების შემდეგ, მეორე ადგილზეა კორპორაცია Oracle-ის თანადამფუძნებელი, ლარი ელისონი. მისი ქონება თითქმის 10 მილიარდით მეტი გახდა.
მესამე ადგილზეა Berkshire Hathaway-ს ხელმძღვანელი, უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც შვიდნახევარ მილიარდზე მეტი დოლარით გაიზარდა.
პირველ ათეულში აღმოჩნდნენ ასევე Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივებიც ერთ დღეში შვიდი მილიარდი დოლარით გაიზარდა და Google-ის თანადამაარსებელი, ლარი პეიჯი ხუთნახევარი მილიარდი დოლარიანი მატებით.
მთლიანობაში, მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანის აქტივების ღირებულება 63,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ეს ყველაზე დიდი ზრდაა ერთ დღეში 2012 წლის მერე, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის გამოთვლის დაწყების შემდეგ.
მოგების დიდი ნაწილი მილიარდერებისთვის განაპირობა აქციების ზრდამ აშშ-ში. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, S&P 500 ინდექსი 2,5%-ზე ავიდა, რაც არჩევნების შემდგომი საუკეთესო მაჩვენებელი გახდა ისტორიაში, აღნიშნავს Bloomberg-ი.
Tesla-ს აქციები ნიუ-იორკში, ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 15%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო წლის განმავლობაში მოგება 32%-მდე გაზარდა. მასკი მონაწილეობას იღებდა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში და რესპუბლიკური პარტიის ხარჯებისთვის 130 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხა. ტრამპი, თავის მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში, მასკს ოფიციალურ თანამდებობას შეჰპირდა მთავრობაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას