ილონ მასკის ქონება 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა

კომპანია Tesla-ს დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ილონ მასკის ქონება 26,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც კომპანიის აქციებმა 15%-ით მოიმატა. ინფორმაციას Bloomberg Billionaires Index-ი ავრცელებს.
მასკი ბლუმბერგის რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა, მისი ქონება 290 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ილონ მასკი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და მისი კომპანიის აქციების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ტრამპის გამარჯვებასაც ასახელებენ.
ცნობისთვის, აწ უკვე -ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ, მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უახლოეს მხარდამჭერებს – ილონ მასკსა და რობერტ კენედი უმცროსს მომავალ ადმინისტრაციაში გავლენიან თანამდებობებზე დანიშნავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება