პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა - Forbes

არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა - Forbes

აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ოთხშაბათს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 285,6 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ილონ მასკის კომპანია „ტესლას“ აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით გაძვირდა და 288 დოლარს გადააჭარბა, რაც წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კომპანიების – „ტესლას“, „სფეის იქსის“ და სოციალური ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და მისი საარჩევნო კამპანიის უმსხვილესი შემომწირველია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.