ილია თოლორაია: რაც ქრისტეს არ მოსწონს, პატრიარქ შიო მესამეს მოსწონს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია:
სახარება, როგორც ჩანს, პატრიარქ შიო მესამეს არ ესმის.
რაც ქრისტეს არ მოსწონს, პატრიარქ შიო მესამეს მოსწონს.
დღევანდელ წირვაზე პეტრეს სადიდებლად ეკლესია სახარებიდან იმ მომენტს აღნიშნავს, როდესაც პეტრემ ქრისტე შეიცნო და უთხრა: “შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
და არა იმ მომენტს, როდესაც პეტრემ ქრისტეს დასაცავად მღვდელმთავრის მონას ყური მოჰკვეთა.
ქრისტე შეეხო მონის ყურს და განკურნა იგი, ხოლო პეტრეს საქციელი დაუწუნა, უთხრა: “ვინც აიღებს მახვილს, მახვილით მოკვდება”.
პატრიარქმა კი სწორედ ეს ძალადობის მომენტი აღნიშნა და თქვა: “პეტრე მოციქულმა გამოავლინა ასევე საოცარი სიმამაცე, როდესაც არ შეეშინდა და გეთსამანიის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი”.
რაც ქრისტეს არ მოსწონს, პატრიარქ შიო მესამეს მოსწონს

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“