ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა "აეკი" ჩაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გუნდი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
ზუროსი "აეკს" სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.
57 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016/2023 წლებში წვრთნიდა. ზუროსი სხვადასხვა დროს "პერისტერისს", "არისს", "რასინგს", "ანადოლუ ეფესს", "პანელიონისს", "ბუდუჩნოსტს", "თოფაშს", საბერძნეთის ნაკრებსა და "პრომითეასს" ავარჯიშებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.