– ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი, არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი – არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი

ის, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი. აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პერსონიფიცირება არის სპეკულაცია.
„რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ღარიბაშვილის გუნდი, კობახიძის გუნდი და ა.შ. ეს ყველაფერი არის იმ სპეკულაციების შემადგენელი ნაწილი, რაც ვრცელდებოდა. აქ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, მათ შორის სამთავრობო გუნდიც, მომავალში იქნება არა ირაკლი კობახიძის გუნდი, არამედ ის იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს პერსონიფიკაცია არის ცარიელი სპეკულაცია და ამას არავითარი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გამოვიდა ყრილობაზე სიტყვით პარტიის საპატიო თავმჯდომარე, , პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამომსვლელების ვინაობა 24 იანვარს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე შეჯერდა.
„რაც შეეხება სიტყვით გამოსვლებს, დღის წესრიგი შეჯერდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, 24 იანვარს და თავად იყო ჩართული დღის წესრიგის შედგენაში. მისი სურვილი იყო, რომ ყრილობა წარმართულიყო ისეთი დღის წესრიგით, როგორც წარიმართა“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა