ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგმა ამერიკელ კონგრესმენებთან უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა, - ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.
„გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის და რომ ნატოს მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.