იემენიდან ჰუსიტებმა ნორვეგიულ ტანკერს რაკეტა ესროლეს

ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან გასროლილი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ნორვეგიულ ტანკერ Strinda-ს მოხვდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გემი დაზიანდა და მასზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებული ტანკერის დასახმარებლად ადგილზე ამერიკული გამანადგურებელი USS Mason მივიდა.
ინციდენტი ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩრდილოეთით დაახლოებით 111 კმ-ის დაშორებით მოხდა, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავს დაესხმიან ყველა გემს, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი. ჯერჯერობით უცნობია, მიემართებოდა თუ არა ტანკერი Strinda ისრაელის პორტისკენ და აქვს თუ არა მას კავშირი ისრაელთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”