ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იგორ ნარმანია - აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია

იგორ ნარმანია - აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია

აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ 4 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი.
„აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება, როგორც საზოგადოება, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა. აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.