– პროტესტი პერმანენტული იქნება, პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება

პროტესტი პერმანენტული იქნება – პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას.
“პროტესტი პერმანენტული იქნება. იქნება სისტემური, კომპლექსურად დაგეგმილი გვაქვს ყველაფერი. პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება ეს პროტესტი. ჩვენი მიზანია, გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ხალხმა გავიფორმოთ, ახლიდან ჩატარდეს . მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი წამოვიწყოთ, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას