ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიაში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში, ისიკავას პრეფექტურაში ძლიერი წვიმებისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გამო, 100-ზე მეტი დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, დაავალა ოფიციალურ პირებს, მიყენებული ზარალის მონიტორინგი განახორციელონ და ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან რეგიონი ჯერ კიდევ იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგებისგან გაჯანსაღების პროცესშია. წყალდიდობამ დატბორა საგანგებოდ აშენებული საცხოვრებელი ფართები, რომლებიც აშენდა მათთვის, ვინც სახლები მიწისძვრის შედეგად დაკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.