იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნ „შანშანს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივან, იოშიმასა ჰაიაშიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაიფუნი „შანშანი“ თავს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ კიუშუს დაატყდა, რამაც საჰაერო მიმოსვლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ასევე, ავტომწარმოებლების „ტოიოტასა“ და „ნისანის“ ქარხნებმა დროებით მუშაობა შეაჩერეს.
იოშიმასა ჰაიაშის ცნობით, ტაიფუნს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, შვიდი კი, დაშავდა.
ხელისუფლებამ სხვადასხვა პრეფექტურებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”