არქივი4 სექტემბერი, 2024, 11:11
ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია, დაშავებულია 35 ადამიანი

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 35 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ლვოვის საკრებულოს დეპუტატმა იგორ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში 50-ზე მეტი სახლი, ასევე 2 სამედიცინო დაწესებულება და 2 სკოლა დაზიანდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.