ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიგერიაში წყალდიდობას 49 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 49 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მანზო ეზეკიელის განცხადებით, წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ჯიგავას, ადამავასა და ტარაბას შტატები დააზარალა.
ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო 41,344 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.