ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიაში მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შესახებ პირველი ცნობები ვრცელდება

იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC იაპონიის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, კაპიტანმა თვითმფრინავიდან თავის დაღწევა შეძლო, თუმცა მძიმედ არის დაშავებული.
გავრცელებული ცნობების თანახმად, სანაპირო დაცვის თვითმფრინავი, რომელსაც ორშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საკვები მიჰქონდა, Japan Airlines-ის თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე დაშვებისას შეეჯახა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.