იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა, 120 ადამიანი დაკარგულია

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს მიაღწია, 120 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. განადგურებული გზებისა და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის.
იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, რასაც 600-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში