არქივი5 იანვარი, 2024, 16:22
იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა - დაკარგულია 242 ადამიანი
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-მდე გაიზარდა, 242 ადამიანი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გაორმაგდა სამაშველო ოპერაციაში ჩართული მაშველების რაოდენობა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 4 600 მაშველი.
კრიტიკული 72 საათი გადარჩენილების მოსაძებნად ხუთშაბათს, საღამოს ამოიწურა. მანამდე იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაზარალებულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 34 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.