არქივი9 იანვარი, 2024, 14:42
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. 120 ადამიანი კი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. სამაშველო სამსახურის ჯგუფებს გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.