ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიაში მაშველები მიწისძვრის შედეგად დაკარგულ 240-ზე მეტ ადამიანს ეძებენ, დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა

იაპონიაში მაშველები დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაკარგული 242 ადამიანის სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, იაპონიის თავდაცვის ძალებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა გააორმაგეს და 4 600-მდე გაზარდეს. ფიქრობენ, რომ ბევრი ადამიანი, ძირითადად ქალაქ სუზუსა და ვაჯიმაში, დანგრეული სახლების ქვეშაა მოყოლილი. ათობით ათასი მოსახლე კვლავ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა, ასობით ადამიანი კი მეწყრის და გადაკეტილი გზების გამო დახმარების მიღებას ვერ ახერხებს.
„არ დავნებდებით“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ პარასკევს კატასტროფებზე რეაგირების სამსახურის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ.
მან მაშველებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობამდე მიაღწიონ.
შეგახსენებთ, ნოტოს ნახევარკუნძულზე 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.