არქივი5 იანვარი, 2024, 07:11
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა
იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. დაშავდა 460 და დაკარგულად მიიჩნევა 242 პირი.
"საზღვაო ქალაქ ვაჯიმაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება", - ნათქვამია მოხსენებაში.
ცნობისთვის, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე ორშაბათს შუადღისას მოხდა. მან გაანადგურა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.