არქივი28 სექტემბერი, 2026, 01:00
პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
ერთა ლიგის А დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მეორე ტური გაიმართა.
პორტუგალიამ გასვლაზე ნორვეგია 2:1 დაამარცხა. რონალდო სათადარიგო იყო. დანიამ საკუთარ მოედანზე უელსს 2:0 სძლია.
ჯგუფში 6 ქულით ლიდერი პორტუგალიაა, 3 ქულით მეორეზე ნორვეგიაა, ამდენივე ქულით მესამეზე დანიაა, უელსი კი უქულოდაა.
ოსლო. „ულევი“
ნორვეგია - პორტუგალია 1:2
გოლები: 0:1 ფელიქსი (17), 1:1 ჰოლანი (51), 1:2 რამუში (54)
კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - უელსი 2:0
გოლები: 1:0 დევისი (53), 2:0 ისაკსენი (66)
ამ ჯგუფში მომდევნო ტური 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება - უელსი ნორვეგიას, ხოლო დანია პორტუგალიას უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.