ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ” – “ტვ იმედმა” “ჩავარდა” შეცვალა სიტყვით “ჩავიდა”

“თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ” – “ტვ იმედმა” “ჩავარდა” შეცვალა სიტყვით “ჩავიდა”

ტვ იმედის ცნობით, ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მამაკაცი მედიისვე ცნობით, მათთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვები ჩავარდნენ თხრილში, თუმცა, იმედინიუსი წერს, რომ “ბავშვები მასთან (ბაბუასთან) ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ.” – რას ნიშნავს თხრილი ვერ დაინახეს, მაგრამ თხრილში ჩავიდნენ? – უცნობია.
„მანქანას ვაკეთებდი, ჩემთან ყურადღების ქვეშ მყავდა ბავშვები და აქვე თამაშობდნენ. წყლის დაგუბება მოხდა წვიმის შედეგად, ვერ შეამჩნია ბავშვმა და ჩავარდა. იმის გაჭირვება ჩვენ არ გვქონდა, რომ ჯართი მოეკრიბა. ჯართიც არ იყო საერთოდ, ეს არის ცრუ ინფორმაცია. თამაშობდნენ ბავშვები, უბრალოდ თამაშობდნენ, სეირნობდნენ და უცბად ჩავარდნენ. მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ“, – განაცხადა გარდაცვლილის ბაბუამ ტვ იმედის ცნობით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.