სერგეი ლავროვი საუდის არაბეთში ჩავიდა

სერგეი ლავროვი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ერ-რიადში ჩავიდნენ, სადაც ხვალ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “