ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ

კიევში რამდენიმე ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ

კიევში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, ბალტიის ქვეყნების, ჩრდილოეთ ევროპის, ესპანეთისა და კანადის ლიდერები ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ესტონეთის პრემიერ-მინისტრზე, კრისტენ მიხალზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიხალმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კიევში ჩავიდა ნორდიკულ-ბალტიის რვიანის, კანადის, ესპანეთისა და ევროკავშირის ლიდერებთან ერთად.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინამ მსოფლიოს გამძლეობის ნამდვილი მნიშვნელობა აჩვენა. მშვიდობის პირობები მხოლოდ უკრაინამ უნდა განსაზღვროს, ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ეს მოითხოვს მოქმედებას. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი მხარდაჭერა ახლავე", - წერს ესტონეთის პრემიერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.