თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა. ალექსანდერ შალენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა რუსეთი წარმოადგენს და ომის დასრულება ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია.
“მშვიდობა ყველას სურს. თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება და მაშინ შეიძლება სლოვაკეთს ახალი მეზობელი გაუჩნდეს. ომი 600 დღეზე მეტია გრძელდება და არანაირი შედეგი არ ჩანს.ფრონტზე არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის, საჭიროა ცეცხლი შეწყდეს. ახლა ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ომის დასრულება კი ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია,” – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან