ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა. ალექსანდერ შალენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა რუსეთი წარმოადგენს და ომის დასრულება ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია.
"მშვიდობა ყველას სურს. თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება და მაშინ შეიძლება სლოვაკეთს ახალი მეზობელი გაუჩნდეს. ომი 600 დღეზე მეტია გრძელდება და არანაირი შედეგი არ ჩანს.ფრონტზე არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის, საჭიროა ცეცხლი შეწყდეს. ახლა ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ომის დასრულება კი ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია," - განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.