ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი “სერიოზული შეშფოთებას” გამოთქვამს საქართველოში “დემოკრატიის რღვევასთან და ღრმა პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისთან” დაკავშირებით და რეზოლუციის კანონპროექტში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში “ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები”.
“დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაუნდობელი დევნის შედეგად, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ამჯერად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის პირობები არ არსებობს.” – წერია PACE-ს თანამომხსენებლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციის კანონპროექტში.
ამასთან, კომიტეტმა “მიუღებლად” შეაფასა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს “საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვასა და მათი ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებებით” და აღნიშნავს, რომ “თუ ეს გზა გაგრძელდება, საქართველოში, ფაქტობრივად, ერთპარტიული დიქტატურა დამყარდება”




