ლევან სანიკიძე: 2025 წელს რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა… ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოში ძალაუფლება მიიტაცეს ფარისევლებმა

ლევან სანიკიძე:
მოკლედ, თუ თქვენი ოჯახების “სიწმინდე” კობახიძის, კალაძის, ზარქუას და შალვა რამიშვილის დასაცავია, მაშინ რაღაც კარგი არ ხდება თქვენი ოჯახის თავს.
თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა.
ფაქტობრივად, ქვეყანაში არ არის ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არაა უცხოეთში შვილების, მეუღლის, მშობლების სარჩენად წასული.
სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში 22,737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა – მხოლოდ ეს ფაქტიც ეყოფა საქართველოში დატრიალებული უბედურების აღწერას.
2025 წელს რეკორდულად დაბალი შობადობა დაფიქსირდა, დაიბადა მხოლოდ 37 867 ბავშვი – საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.
ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოში ძალაუფლება მიიტაცეს ფარისევლებმა, რომელებიც გეგმაზომიერად ანადგურებენ საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია