ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს - სერგეი ლავროვი

თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს - სერგეი ლავროვი

თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ის არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არამედ სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს და ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.
„რუსეთი ამას არ აპირებს. ეს საერთოდ არაფერში არ გვჭირდება. თუ ევროპა მოულოდნელად განახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე, მაშინ, როგორც [პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა] განაცხადა, ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს იქნება სრულმასშტაბიანი სამხედრო პასუხი ყველა არსებული საშუალებით, ამ საკითხთან დაკავშირებული დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად“, - აღნიშნა ლავროვმა.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.