თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, დასკვნით საშეჯიბრო დღეს გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ტურნირის ფინალში იასპარეზებს. ილია სულამანიძემ (-100 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თუშიშვილმა მერვედფინალში ვიპროსელ გიანის ანტონიუსს სძლია, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეოთხედფინალში თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა.
გურამი ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ილია სულამანიძეს, მან პირველ წრეში ჯერ ბრიტანელ ოლივერ ბარატს სძლია, შემდეგ რუმინელი ალექსანდრუ სიბისანიც დაამარცხა. სამწუხაროდ, ილია მეოთხედფინალში რუს ნიიაზ ბილალოვთან, დამატებით დროში დამარცხდა, რეპეშაჟში კი შვეიცარიელ დანიელ ეიხი დაამარცხა. მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი უნდა ყოფილიყო, თუმცა კოცოიევი რეპეშაჟის დაპირისპირებაში ჩახსნეს და ილიამ ბრინჯაო ავტომატურად გაინაღდა.
სამწუხაროდ, სოფიო სომხიშვილმა ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან დაპირისპირება შიდოებით დათმო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.