ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს, ხოლო ილიას სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ევროპის ჩემპიონატზე, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ფინალურ ბლოკში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ნახევარფინალში დისკვალიფიკაცია მიიღო, ფინალურ ბლოკში ვეღარ გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი სულამანიძეს გადაეცა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია.
ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
კომენტარები კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.