ბათუმში, ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში არჩილ მალაყმაძემ 183 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 153 კგ დააფიქსირა, რაც მეხუთე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 336 კილოგრამით კი მან მეოთხე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნის გამოსვლას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”