არქივი27 ივლისი, 2024, 15:06
თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის გამო ჩახერგილი გზა გაწმენდილია - მოძრაობა აღდგა
თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის გამო ჩახერგილი გზა გაწმენდილია, მოძრაობა აღდგა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და გზა ორივე მხრიდან იწმინდებოდა.
ცნობისთვის, თუშეთის გზაზე, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.